ქალაქ ოზურგეთში, გუშინ დილით, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე მანქანების შემკეთებელი პროფილაქტიკური ცეხი, თანამშრომლებს გაქურდული დახვდათ.
როგორც პროფილაქტიკის უფროსი ვანო ზაქარიაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ქურდები შემოვიდნენ ერთ-ერთ გარაჟში, გამოიღეს მეორე ოთახში გასასვლელი კედელი, სადაც იყო სეიფი, რომელშიც თანხა ინახებოდა.
"წაღებულია 700 ლარი და 6 000 ლარის ოდენობის მანქნანის ნაწილები. პოლიცია საქმის კურსშია და იმედი გვაქვს, რომ ქურდები მალე ნაპოვნი იქნებიან, ჩემი აზრით აქ 3 ან 4 მაინც მძარცველი მაინც", _ აღნიშნავს ცეხის მეპატრონე ვანო ზაქარიაძე.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ს.ს.კ. #177 მ. 2 ნაწილით მიმდინარეობს.