სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოება მდგრადი განვითარებისთვის", მაის-ოქტომბერში ახორციელებს პროექტს _ "სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებთან მიმართებაში".
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქვეუწყების "სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა თვითმმართველობის არსის შესახებ და სოციალური კვლევის მიმართულებით. ჩატარდა მუნიციპალიტეტის საჭიროებათა კვლევა და გამოიცა თვითმმართველობის გზამკვლევი გასავრცელებლად.
ამჟამად მიმდინარობს კვლევის შედეგების წარდგენა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის.