დღეს, დილის 8 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ცენტრალურ გზაზე მდებარე ვაშალომიძეების თხილის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.
როგორც მორიგე მეხანძრე გიორგი დათუნაშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, ხანძარი შესაძლოა დენიდან იყოს გამოწვეული.
"დაიწვა თხილის ერთი საშრობი, რომელიც 8 ტონიანი იყო, მეორე გადავარჩინეთ. ზარალი ალბათ ძალიან დიდია, რადგან შიგნით ყველაფერი დაიწვა, სახურავი, თხილის საშრობი, მაგიდები, დაზგები, თხილი, რა რაოდენობის ეს არ ვიცი.
საბედნიეროდ, ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლის გადარჩენა მოვახერხეთ", – გვითხრა გიორგი დათუნაშვილმა.