"დათბობისა თუ დისტანცირების პოლიტიკა" რუსეთთან, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ "პირველი სტუდიაში" იყო საუბარი, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან დიალოგის წინააღმდეგი არ არის.
თუმცა, მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, ის არის სახელმწიფო, რომელსაც 2 საუკუნეა საქართველოსთან მტრულ დამოკიდებულება აქვს.
"უკანასკნელი 200 წელიწადი, 2 წამიც არ ყოფილა, რუსეთი მტრად არ იყოს მოკიდებული საქართველოსთან… ეს ქვეყანა 1901 წელს, 1920 წელს, 1921 წელს, მე-19 საუკუნეში რამდენიმე აჯანყების სისხლში ჩამხშობია.
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვართ. ჩვენ ვდგავართ ზღურბლთან, რომ გავაღწიოთ იმ სივრცეს, რომელსაც რუსეთი წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ამკვიდრებდა. ამ თაობას, ახალგაზრდებს თუ ექნებათ შემართება, თუ ადამიანები იქნებიან მონდომებულები და ხმაში ბზარი არ შეეპარებათ, სხვა არ უკარნახებს და არ შეცვლიან უკვე გადაწყვეტილ არჩევანს… მაგრამ, ეს გადაწყვეტილი არჩევანია. თუ თქვენ, ჩვენ ყველანი მომავალ თაობებს არ ვეტყვით: იცით რა, თქვენ 9 წლის განმავლობაში ტვინი გამოგირეცხეს."
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობა, სწორ არჩევანს გააკეთებს და საქართველო ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდება. რადგან ის ადამიანები რომლებიც რუსეთის აგრესიისგან სამშობლოს იცავდნენ, ტვინგამორეცხილები კი არა, ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
"ვის გამოურეცხეს ტვინი, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენზე კარგად იბრძოდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის?! მომავალი, ახალგაზრდებისაა, სადაც მათი ლიდერობით, ერთად ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ევროპული საზოგადოება და ევროპული სივრცე ქვია.
მე ხაზს ვუსვამ, რომ დიალოგის წინააღმდეგი არ ვარ", _ განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა გადაცემა "პირველ არჩევანი"-ში.