სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ კახი კახიშვილი დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ კახი კახიშვილის წარდგენა სამინისტროში დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.
კახი კახიშვილი ამ თანამდებობის დაკავებამდე "საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი იყო.