ორშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც 12 დეპუტატი ესწრებოდა და 11 საკითხით შემოიფარგლა. აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის დებულებების დამტკიცებისა და საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საკითხები იყო. გადაწყდა, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია განიხილავს და შესაბამის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე გაასაჯაროებს, რომელიც, ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, 24 ოქტომბერს შედგება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved