ჩოხატაურის საკრებულოს რეგლამენტი სხდომაზე მობილური ტელეფონის გამორთვას ითვალისწინებს.
დებულებაში გარკვევით წერია, რომ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას, დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა. დებულების ამ მუხლს საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ხშირად არღვევს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც "გურია ნიუსმა" სხდომის დროს დააფიქსირა: ერთ-ერთმა დეპუტატმა პირიდან საღეჭი რეზინი გამოიღო და მაგიდის ფეხზე მიაწება.
მართალია, რეგლამენტში არ წერია, რომ დეპუტატებს საღეჭი რეზინის დაღეჭვის უფლება არ აქვთ, თუმცა მინიმუმ არაეთიკურია, როცა დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე იღეჭება და საღეჭ რეზინს ბერავს!