ორი დღის წინ იტალიურმა გამოცემამ „La Stampa” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკური ფიგურა (მართალია ყოფილი) და კლუბი „მილანის“ ამჟამინდელი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი მეტროსექსუალი ყოფილა.
ამ „საპატიო დასახელებით“ იმ „ორიგინალური ქცევის“ მამაკაცებს იხსენიებენ რომლებიც მართალია ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრები ბრძანდებიან, მაგრამ პომადის წასმა, მანიკიურის კეთება, თმის, წარბ-წამწამის შეღებვა და მკერდისა და ფეხების გაპარსვა ცხოვრების ყოველდღიურად წესად ექცათ.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ „მეტროსექსუალობაზე“ პრეტენზია, ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბატონმა მარკუს მეტრეველმაც გააკეთა. ასე რომ „მეტროსექსუალები“ მარტო იტალიელებს არ ჰყავთ და ამ ორიენტაციის „მამაკაცებით“ თავს ქართველებიც მოვიწონებთ.
„ამ მიმდინარეობის“ აქტიური წევრი ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც ბრძანდება. ექს-მობურთალი საყურეებით, მძივებით, დაწნული თმებითა და ფრჩხილებზე წასმული ლაქით თავს საქვეყნოდ იწონებს.
ამ კატეგორიაში შემდეგი პოპულარული მსახიობებიც გადიან: ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი და რასელ ქროუ. ავსტრალიელ რასელს ჯიბეში მუდმივად თვალების ფანქარი უდევს.
აღმოჩნდა, რომ ზემოთდასახელებული ვარსკვლავების გვერდით ბატონი სილვიო ბერლუსკონიც თამამად შეგვიძლია რომ მოვიხსენიოთ.
სილვიომ გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას არ დამალა, რომ რეგულარულად იღებავს თმებს და ლოყებზე ყოველთვის პუდრის სქელი ფენა ადევს.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, 78 წლის ბერიკაცი დღემდე პარფიუმერული მიღწევებით აქტიურად სარგებლობს და „ამ საქმიანობაში“ თუნდაც ქართველ მარკუსსა და ამერიკელ ბრედს ტოლს არაფერში უდებს.