გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ ფეხბურთელთა „სპეციფიური“ მსოფლიო ნაკრები შეადგინა.
ამ გამოცემამ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებში ერთგვარი გამოკითხვა მოაწყო, რის შემდეგაც მოთამაშეთა „საინტერესო“ გუნდი ჩამოაყალიბა.
ზემოთდასახელებულ გუნდში ე. წ. „მზეთუნახავები“ შევიდნენ და მომხიბვლელი იერ-სახის მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა,
მანდილოსანთა გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ულამაზესი ფეხბურთელი, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოა.
„მზეთუნახავების“ გუნდის მთლიანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
1.კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), 2. ფერნანდო ტორესი (ესპანეთი), 3. იკერ კასილიასი (ესპანეთი), 4. მარიო ბალოტელი (იტალია), 5. ჯეიმს როდრიგესი (კოლუმბია), 6. ედისონ კავანი (ურუგვაი), 7. ნეიმარი (ბრაზილია), 8. ლეო მესი (არგენტინა), 9. ანდრეა პირლო (იტალია), 10. რადამელ ფალკაო (კოლუმბია), 11. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია).