ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ფინანსური პოლიციის შესვლა, ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
"საბუთები ამოღებულია ნამდვილად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. საუბარია ერთ-ერთ ტენდერზე, რომელზეც გამოძიება არის დაწყებული. გადასახადებიდან თავის არიდება და მითვისება-გაფლანგვა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაგისახელებთ თუ რომელ ტენდერზე არის საუბარი", _ გვითხრა გიორგი გრძელიშვილმა.