პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაცია ამის შესახებ თურქული მედიამ გუშინ საღამოს გაავრცელა.
ინტენრნეტგამოცემა www.haber.sgk.net-ის ცნობით, დაკავება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს საზღვართან მდებარე ქალაქ რიზეში მდებარე ერთერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ქალბატონები კლიენტებს იღებდნენ.
დაკავებულ მოქალაქეებს შორის ყველაზე უფროსი 46 წლისაა და ამ დროისათვის ვენერიულ დაავადებებთან და შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ.
დაკავებულებს სავიზო რეჟიმის დარღვევაც ედება ბრალად, რის გამოც მათ თურქეთის ტერიტორიაზე ხუთი წლით აეკრძალებათ შესვლა.