წუხელ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარალება დაჭრით დასრულდა. როგორც გვითხრეს, მეზობლები ერთ სუფრაზე სვამდნენ, სადაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა:
_ ყველაფერი წამებში მოხდა. შელაპარაკდნენ და როგორც ჩანს, შემდეგ ჩხუბი გააგრძელეს, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
ჩხუბის შედეგად 47 წლის ტ.მ-ს დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული:
_ პაციენტი შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. დანით რამდენიმე ადგილზე აქვს ჭრილობა მიყენებული. ბარძაყის ძვალიც კი გატეხილია. ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ წუთებში რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, _ გვითხრა კლინიკა "მამქოლის" ქირურგმა პოლინა დგებუაძემ.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.