საჭირო მასალა: სკუმბრია _ 1 კგ; 1 ლიტრი მარინადისთვის: მარილი _ 5 ს/კ; შაქარი _ 3 ს/კ; მდოგვის ფხვნილი _ 1 ს/კ; დაფნის ფოთოლი _ 6 ცალი; მიხაკი _ 2 ცალი; 2 ს/კ ზეთი.
მომზადება: თევზი გავწმინდოთ, გამოვშიგნოთ, მოვაცალოთ თავი, კუდი და ფარფლები. ცალკე ქვაბში მოვხარშოთ მარინადი და გავაცივოთ. ცივ მარინადში ჩავალაგოთ თევზი, დავადოთ თეფში, სიმძიმე დავადოთ და მოვათავსოთ სიცივეში. 2-3 დღის შემდეგ თევზი მზადაა. კარგი იქნება თუ პერიოდულად თევზს მარინადში გადავაბრუნებთ.
მეორე ვარიანტი: 3 კგ სკუმბრიის დასამარილებლად მოვამზადოთ 1 ლიტრი მარინადი: წყალში მარილი _ 6 ს/კ, შაქარი _ 3 ს/კ; 3 ფოთოლი დაფნა; 9 ცალი შავი პილპილის მარცვალი, "დუშისტი" _ 3 მარცვალი; ½ კორიანდრი ჩავყაროთ , ავადუღოთ, გავაცივოთ. ჩავაწყოთ ცივ მარინადში გასუფთავეული, თავ და ფარფლებდაჭრილი სკუმბრია ვალეტისებურად. თუ წყალი დააკლდება, შეგვიძლია დავიმატოთ გადადუღებული და გაცივებული მარილიანი წყალი. დავაფაროთ თეფში, დავადოთ სიმძიმე და 5 დღე უნდა იყოს სიცივეში.
მესამე ვარიანტი: 500 გრ. სკუმბრია; 3 ს/კ მარილი; შაქარი _ 3 ს/კ; შავი წიწაკა. თევზი გავალხოთ, გავწმინდოთ, მოვაჭრათ თავი, ფარფლები, კუდი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ულუფებად. მერე თითოეული ნაჭერი დავამარილოთ, მოვაყაროთ შაქარი და შავი წიწაკა. მჭიდროდ ჩავალაგოთ ქილაში ან სხვა მომინანქრებულ ჭურჭელში. ცარიელი ადგილები ამოვავსოთ შაქრის, მარილის და პილპილის ნარევით. 2 დღე-ღამის შემდეგ, სიცივეში მდგარი თევზი უკვე დამარილებული და საკვებად ვარგისია.