თეიმურაზ ბებურიშვილი:
_ მე ნაკლებად ვფიქრობ ამ გადაყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტს ფიქრობს _ მთავრობის გადაწყვეტილება უფრო მომწონს.
გიორგი ინწკირველი:
_ ალბათ, არ იყო ღირსი და ამიტომ გადააყენა თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი. ასეთია პოლიტიკა _ ხან დაგნიშნავენ და ხან _ მოგხსნიან!
ლელა ქინქლაძე:
_ ჩემის აზრით, პრემიერ-მინისტრი თავის გადაწყვეტილებაში მართალია. ამ მინისტრების მხრიდან საბოტაჟს ჰქონდა ადგილი. მე რატომღაც მიმაჩნია, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მთავრობაში არის ირაკლი ღარიბაშვილი და რაც ამ დღეებში მოხდა, მის წინააღმდეგი იყო დაგეგმილი.