"შეგნებულად დამახინჯებული გზით მიჰყავს პროცესი ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს", _ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება განუხრელად ადგას ევროატლანტკურ კურსს და ამ კურსის გადახვევა გამორიცხულია.
_ ვერავინ ვერ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ხალხის ევროპული არჩევანი და ამით სპეკულირება მიუღებელია. ეს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
_ თანამდებობების ასე დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს საბოტაჟის ნიშნებს, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.