"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
"პოლიტიკურ (პარტიულ) ანალიზს არ გაკადრებთ, ჩემზე უკეთ გააანალიზებთ თუ რას ნიშნავს ალასანიას გადაყენება, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოებრიობის ნიშნებს კარგავს და სახელმწიფოს შემადგენელ ინსტიტუტების დასუსტების მოწმეა, ქვეყანაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუცდელი ახალგაზრდა მართავს, დღეს თავდაცვის სამინისტროს დასუსტება და მის სათავეში ყველასთვის უცნობი და გამოუცდელი პიროვნების დანიშვნა ამ ხერხემლის მოშლას ნიშნავს!
ამ დროს აფხაზეთში წუთიერად იცვლება სიტუაცია, ამ დროს ტერორიზმი ჩვენ კარებსაა მომდგარი, ამ დროს საქართველო ვის ახსოვს?", _ წერს ზურაბიშვილი.