"ცალსახად გეტყვით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ იქნებიან პოლიტიკურ კავშირში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი მმართველობის დროს ეს ქვეყანა,“ _ ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე წასვლამდე გააკეთა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს მომავალშიც ხედავს კოალიციის ძალებში ლიბერალური მიმართულების პარტიების, თუნდაც რესპუბლიკელების სახით, რომელთანაც ღირებულებითი ურთიერთობა აკავშირებს.