ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაათავისუფლა. მოგვიანებით თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა.
ასევე, დღეს თანამდებობებიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები.
სწორედ ამის შემდეგ, საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ დაკავებული თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრიც გადადგებოდა.
ცნობისთვის, "თავისუფალმა დემოკრატებმა", ცოტა ხნის წინ, კოალიციის დატოვების შესახებაც გააკეთეს განცხადება.