თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილება შეცვალა. "რუსთავი2"-თან ინტერვიუში, მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება პრემიერთან პირადი საუბრის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.
"მე ვაგრძელებ მუშაობას. ასევე, ჩემი ორი კოლეგაც. მე გუშინ მქონდა პრემიერთან დეტალური პირადი საუბარი. ამის შემდეგ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე ვაგრძელებ ჩემს მუშაობას საქართველოს ევროინტეგრაციაზე," – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.