რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში გავრცელდა ხმა რომ უახლოეს მომავალში, სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ კვლავ დაუბრუნდება.
დღეს დილით გამოცემა „The Sun“-ის ჟურნალისტი ბატონ ფერგიუსონს ესაუბრა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ 27 წლის განმავლობაში ვიმუშავე. სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და დიდ ფეხბურთში დაბრუნებას არ ვაპირებ.
ლუის ვან გაალი ჩინებული სპეციალისტია და გუნდს კრიზისული მდგომარეობიდან მალე გამოიყვანს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს. აქტიურად ვისვენებ და მსოფლიოს ირგვლივ ვმოგზაურობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უკვე განვლილი ეტაპია“. – განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.