"ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან“ _ ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების კომენტირებისას გააკეთა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვინ იგულისხმა თავის განცხადებაში, თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა განცხადების ადრესატად ბიძინა ივანიშვილი მიიჩნია.
„გურია ნიუსმა“ ქვეყნის კულუარებიდან შესაძლო მართვის შესახებ ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა ზუსტად ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ პრემიერის პოსტზე ყოფნისას დაუსვა.
მაშინ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებდა ქვეყნის კულუარებიდან მართვას, თუმცა, დააზუსტა, რომ არსად არ მიდიოდა და უბრალოდ, „გადადიოდა“.
უყურეთ „კვირის თემას“ და ნახეთ განცხადება, რომელიც „კულუარებიდან ქვეყნის შესაძლო მართვის“ შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გააკეთა.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ რას აპირებენ გურული „თავისუფალი დემოკრატები“; ვინ და რატომ დატოვა პარტიის რიგები და რას ფიქრობენ მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.