საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს იმის ჩვენება უნდოდა, რომ ვეტოს დადება შეუძლია"
_ აქამდე ჩვენს შორის იყო ხოლმე ძირითადად რაღაც მითხრა, ვუთხარი- ჭორის ფორმით. ეს არის ჩემთვის მისაღები საქმიანი კრიტიკა ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუღებლობა და ვალდებული ვარ, როგორც ბიძინა ივანიშვილს ასევე სხვა მოქალაქეებს ვუპასუხო. კანონპროექტს ვეტო დავადე იმიტომ, რომ ასე მიმაჩნდა სწორად, გადაწყვეტილება იყო რთული. ამ ვითარების გარკვევაში ბოლო 6 თვე ჩართული ვიყავი და ვხდებოდი ჯგუფებს, რომლებიც ამაში ჩართულები იყვენ. ეს ვეტო დასაბუთებული იყო 16 ფურცელზე, რომელიც გიორგი კვერენჩხილაძემ წარმოადგინა. ეს ვეტო მხარდაჭერილი იყო პოლიტიკურ სექტორში.
ჩვენ, მთელი ჩვენი ცხოვრება ამას ვაპროტესტებდით, 2 წელი გავიდა, შეიძლება პირველ ექვს, ცხრა თვეში ვერ დაამთავრო, მაგრამ 2 წელიწადში უნდა შეცვალო სისტემა. ჩემი ღელვა არა მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, არამედ სახელმწიფოდან გამომდინარეც, თუ მოქალაქე არ ენდობა თავის სამართალდამცავს, მაშინ გადავდივართ ისევ იგივე რეჟიმში, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში, _ განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა "სუბიექტურ აზრში".
პრეზიდენტის თქმით ის არასდროს ყოფილა "ნაციონალურ მოძრაობაში" და არც ბიზნესი უკეთებია მათთან ერთად.
_ რაც შეეხება ამ თემის ამათუ იმ ფორმით წამოწევას, არც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ვყოფილვარ, არც მათთან ერთად ბიზნესი არ მიკეთებია, არც დამიფინანსებია, არც ჩუმად არ ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან. სააკაშვილი ჯერ არ იყო პრეზიდენტი, როდესაც ჩემსა და ზურა ჟვანიას შორის სერიოზული განხეთქილება მოხდა, როდესაც გადაწყდა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს წინ, _ განაცხადა მარგველაშვილმა.