https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ამბავი თუმოროფობისა _ “მისმინე, მე მოგიყვები როგორ უნდა ინადირო ყოველდღიურობაზე”

19:11; 12.11.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი, რომელიც გუშინ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ბევრს წერდა… ძალიან ბევრს… ამბობდა, რომ წერისას სულ სხვა სამყაროში ხვდებოდა… ეს სამყარო კი ძალიან უყვარდა. ფეისბუქზე ვკონტაქტობდით… ხან ყოველ დღე, ხან იშვიათად… ბოლო დროს წერა უჭირდა… ავადმყოფობა ყველაფრის უფლებას აღარ მაძლევსო… ეს ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მის ტკივილზე ხმამაღლა მითხრა…

 ნანას ნაწერებს მისი გარდაცვალების შემდეგ გადავხედე… რამდენიმე წაკითხული მქონდა… თუმცა, ბევრი უცნობი ჩანაწერიც ვიპოვე და ძალიან საინტერესოც, რომლებიც მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ…

ნანას ბლოგს თუმოროფობი ჰქვია…

"ასე მგონია, ადამიანი მოგონებებით თავისი ცხოვრების ისტორიას რამდენადმე აყალბებს, აყალბებს იმით, რომ მუდმივად ყვება ერთსა და იმავე ამბებს და ისე ჩქმალავს სხვებს, რომ ისინი ბოლოს თვითონაც აღარ ახსოვს. ხშირად მოყოლილი ისტორიები კი, პირიქით, სამუდამოდ ამახსოვრდება, მათი მეშვეობით ხელახლა ქმნის თავის წარსულსაც და იდენტობასაც. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ისტორია კონკრეტულობას კარგავს და ერთგვარ პერსონალურ, ან საოჯახო მითად გადაიქცევა. იქნებ მეხსიერების ეს მოწყალე არჩევითობა სულაც არ არის ცუდი, იქნებ ამ არჩევითობით ვადასტურებთ იმას, რომ ზუსტად ვიცით როდის მოვიქეცით უსამართლოდ, ბოროტად, სასტიკად, უღირსად და ამის გახსენება უბრალოდ ჩვენს ძალებს აღემატება.

ეს ბლოგი ასეთი ამბებისგან შედგება – ოჯახური მითებისგან, რომლებიც დედაჩემის სნეულების, სიკვდილისა და ჩემი დაბერების ისტორიას აღწერს. სანამ ჩემი მოხუცები, (ჯერ დეიდა, მერე მამა და ბოლოს დედა) წასვლას დაიწყებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადრეული ბავშვობიდან საშინლად მეშინოდა სიკვდილის, ჩემი საკუთარი მოკვდავობა მაინც სრული აბსტრაქცია იყო ჩემთვის. როდესაც ახალგაზრდა ხარ და წინ ცხოვრების 30, 40, 50 წელი გელის, ფაქტობრივად მარადისობაში ცხოვრობ, აბსტრაქტული მოკვდავობის სივრცეში. თან დედაჩემი ყოველთვის იდგა ჩემსა და სიკვდილს, ჩემსა და ადამიანური არსებობის ტრაგიკულ მომენტებს შორის – მარიდებდა, არ მაკარებდა, არ მაგონებდა. მე ჩემს შვილებს ასეთ ფარად ვერ გამოვადექი. მაგრამ, როდესაც მშობლები უკვე ასაკოვანს გტოვებენ, როდესაც უკვე უფრო მეტი განვლე, ვიდრე დაგრჩენია, ყველა განყენებული შიში თავზარდამცემ კონკრეტულობას იძენს და ამას ვეღარსად გაექცევი.

მე მომწონს დაბერება და ძალიან მიკვირს, რომ ამ ასაკზე ასე ცოტას წერენ. მომწონს მისი სისუფთავე და უცნაური უანგარობა, მისი ”მარტოობაამტანობა”. რაღა თქმა უნდა, სიბერე სევდიანი დროა, მწარე, უოცნებო და შესაბამისად უიმედოც, მაგრამ ასაკოვნება  უამრავი ამაო შფოთისგან გათავისუფლებს: კარიერა, წარმატებებისა და აღიარების ხარბი წყურვილი, შური და ეჭვიანობა – ყველაფერი ეს აზრს კარგავს და რჩება მთავარი, უმთავრესი საკითხები: სიკვდილი-სიცოცხლე, სიკეთე-ბოროტება. სასიამოვნო სიცხადეა, სასიამოვნო დაწმენდილობა: день промыт как стекло…

რაც შეეხება პერსონაჟებს: თუმოროფობი მე ვარ, ხვალინდელი დღით მუდმივად შეშინებული არსება. სიტყვა თუმოროუფობია ფეისბუქზე თამაშის დროს გამოვიგონე, მერე თაკო კაკაბაძემ, ჩემმა ფრენდმა და მეგობარმა, თუმოროფობი შემარქვა. ალოისი დედაჩემია. ალცჰეიმერით იყო ავად და ამ სნეულების აღმომჩენს ალოის ალცჰეიმერი ერქვა. რაც შეეხება პოლკოვნიკ აგრაფინა ვულფს, ისიც ფეისბუქური თამაშების პროდუქტია. ჩემი აგრაფიისა (სულ შეცდომებით ვწერ) და დედაჩემის სანდაუნის სინდრომის სინთეზის შედეგი. დედას მზის ჩასვლის მერე შფოთი და გაქცევის სურვილი იპყრობდა და ამით მაქციებს (werewolf- აქედან გვარი ვულფი) მახსენებდა. ვფანტაზიორობდი, რომ ალბათ მაქცია იყო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მისცა თავს გადაქცევის უფლება და ამიტომაც გახდა ბოლოს ავად. აგრაფინა ხან მე ვარ, ხან კი თუმოროფობის შვილი, ხან   უბრალოდ აგრაფინაა, მყარი იდენტობა არა აქვს, ერთი გამონაკლისით – ის ყველა განსახიერებაში  მაქციაა და თან რატომღაც პოლკოვნიკი (აგრაფინას პოლკოვნიკობაც ფრენდებთან ერთად გამოვიგონეთ).

აი ასეთია ამბავი ჩემი ბლოგისა, რომელსაც აუცილებლად ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილებს და იმედია, ისინი მას საოჯახო მითების არქივში საპატიო თუ არა, სათანადო ადგილს მაინც მიუჩენენ" _ ასე აღწერს მის ბლოგს ნანა ზარდიაშვილი.

როგორც გითხარით, ბლოგზე ბევრი ჩანაწერია… ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ

ბრიყვი შენა ხარ

”ადამიანი ბრიყვია” – უთხრა პოლკოვნიკმა ბებია ალოისს ავტორიტეტულად და დინჯად – "ჭკუას ვერ სწავლობს და გამოცდილებას ვერ იღებს".

"ბრიყვი შენა ხარ" – გაიფიქრა ბებია ალოისმა – "კიდევ კარგი ვერ სწავლობს და ვერ იღებს. ჩემი პაპის პაპა ზუსტად 32 წლისა დაჭკვიანდა და როგორც კი დაჭკვიანდა, მაშინვე, მყისიერად ზაფხულის ღამეში აივანზე გავიდა და თავში ტყვია დაიხალა".
საზარელი გვალვა იდგა და ყველა ისე იყო გათანგული, როგორც გადამწიფებული ქალწული, რომელსაც თავისი ქალწულობის ყოველი წამი ყურში ასაფეთქებელი მოწყობილობის წიკწიკივით ესმის.
"ეს გვალვა ცუდად დამთავრდება" – უკვე ხმამაღლა თქვა ბებია ალოისმა – "ამდენი ხნის მოლოდინი, არასდროს მთავრდება კარგად. წვიმამდე რამდენიმე წუთით ადრე რაღაც ავბედითი მოხდება".
"არ ვიცი… შეიძლება. პირველი წვიმა სავსე მთვარეზე მოვაო. ცუდი დამთხვევაა" – მიუგო აგრაფინამ და მოშნად დაამთქნარა.

თუმოროფობი, რომელიც აღარ არსებობს

ზამთრის ერთ ძალიან, ძალიან თბილ საღამოს, აი ისეთ საღამოს, გაზაფხულის წინათგრძნობა რომ ტრიალებს, მოულოდნელი სითბო ყველას რომ ქუჩაში გამოიყვანს და ხმამაღალი ჟრიამული მიხურული ფანჯრების მიღმაც რომ შეაღწევს, თუმოროფობი წვეულებაზე წასასვლელად გაემზადება. გამოიღებს ყველაზე, ყველაზე ლამაზ კაბას და გამხდარ, მსუბუქ სხეულზე მოირგებს.

მერე სარკესთან ჩამოჯდება, ფანქრის კონტურს გაიტარებს შავ თვალებთან და ოსტატურად შეჭრილ მუქ წაბლისფერ, მბზინვარე თმას, რომლის სიმძიმეც სასიამოვნო ტვირთად დააწვება მაღალ შუბლზე, ლამაზად დაილაგებს. მერე ხის ზარდახშას გახსნის, იქიდან მძიმე, ვერცხლის საყურეებს ამოიღებს და გაიკეთებს. მერე ჯადოსნურად არომატულ სუნამოს იპკურებს, რომელიც რატომღაც გაახსენებს ჯერ კიდევ თითქმის არარსებულ წარსულს და ჯერ კიდევ არმოსულ მომავალს.

როდესაც სახლიდან გამოვა, ეზოში ისევ ჟრიამული იდგება და ხალხმრავლობა იდგება და გაზაფხულის წინათგრძნობა იდგება და ის მსუბუქად გადადგამს მაღალქუსლიან ნაბიჯებს მზიანი ჩრდილებით მოხატულ ძველ ეზოში და საკუთარი ნელსაცხებლებისა და სუნამოს სურნელება  სასიამოვნოდ გააბრუებს: გამოპრანჭული თუმოროფობი, სადღესასწაულო თუმოროფობი, გაკრიალებული თუმოროფობი, გახარებული თუმოროფობი, კაბიანი თუმოროფობი, მომლოდინე თუმოროფობი, გამხდარი თუმოროფობი, აფორიაქებული თუმოროფობი, მაღალქუსლიანი თუმოროფობი, თუმოროფობი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მომკვდარა.

ყოველდღიურობის პირველი და შესაძლოა ბოლო გაკვეთილი, რომელიც პოლკოვნიმა აგრაფინა ვულფმა დედამისს, თუმოროფობს ჩაუტარა (მონოლოგი)

მისმინე, თუმოროფობ, ნუ ელოლიავები ამ შენს შფოთს, პატარა შვილივით ნუ უვლი და ნუ ზრდი, არ გინდა-მეთქი. იცი, რა გააკეთე? ყოველდღიურობაზე ინადირე. ღმერთი ყოველდღიურობაში ამჟღავნებს თავს, არ უყვარს არაფერი პომპეზური.
როცა რაღაც თავზარდამცემი ხდება და ყოველდღიურობა ქრება, ღმერთი კედლისკენ პირშექცევით წვება, თვალებზე ხელაფარებული, შენი შვილივით, რომელსაც ”იქს-ფაილების” ეშინოდა, ხო გახსოვს, არ გახსოვს? მისმინე, რას აკეთებ, რას აკეთებ? როგორ დადიხარ, მარტო ფეხქვეშ რატომ იყურები? გახსენი ფოკუსი, უგოლნიკი ჩაიყენე მაგ თვალებში, თვალსაწიერზე გელაპარაკები, შეხედე გზაზე ხეები დგას და შრიალებს… არ გახსოვს ბებიდასთან სკამზე რომ იჯექი, ჭიშკართან, ზაფხულის ქარიანი ღამე რომ იყო, ხე რომ შრიალებდა: შშშშშშშშშშშშშშშშშშშშ,შშშშშშშშშშშშშშშ და ქუჩის ფარანი  ქარზე ირწეოდა და ხეს ანათებდა. ჩრდილები გახსოვს? აი ეგაა, ეგაა!

მისმინე, მე მოგიყვები როგორ უნდა ინადირო ყოველდღიურობაზე, რადგან ყოველდღიურობის სევდიან მშვენიერებაშია მხოლოდ გადარჩენა: წადი კაფეში, ოღონდ სვეცკი კაფეში არ წახვიდე. ამ „პარდივინუტებს“ყურს ნუ უგდებ, ბოდავენ ეგენი… ღმერთს მდიდრები იმიტომ არ უყვარს, რომ ფუფუნება მუდმივი დღესასწაულია და ყოველდღიურობას აქრობს, ფილტრს ადებს რეალობას. იმიტომ იხოცავენ მერე თავებს. მაგათ ნადიმებს რა აზრი აქვს? სულ ნადიმში ცხოვრობენ. ნადიმი პაუზა უნდა იყოს, მონატრებულის დაგემოვნება, ეგენი კი ერთი ნადიმიდან მეორეში გადადიან. ფუფუნება მართლა სატანისაა, სატანას მასწავლი მე შენ -გოიმი რეპერივითაა-კლიპში თუ გადასარევი ინტერიერი არ აჩვენა, ვერ ისვენებს. სატანა მარადიული ნუვორიშია, ძაან უგემოვნო ტიპია. აი  ღატაკთან უფრო შეაბიჯებს ყოველდღიურობა, თუ სახლი კარგად დაალაგა და ქაოსი წესრიგად აქცია.

მოკლედ შედი კაფეში იმ დროს, როცა უკვე იხურება და ცარიელია. უკვე რომ მოდუნდა მომსახურე პერსონალი. შუქი რომ აანთეს,ჯერ არ ალაგებენ, მაგრამ ჰა და ჰა.ჩაი აიღე და ტორტი. ოოოოო რა შუაშია მადლენის ბისკვიტი, ოოოოო კარგი რა! ჩაი და ტორტი ბავშვობაა ზოგადად, ძაან მაგარია. დაჯექი და ნელა დალიე და ჭამე და მომსახურე პერსონალის ღლაბუცს უყურე. ძალიან ხშირად არიან ლამაზები და ახალგაზრდები. ამ დროს კი ვიტრინებს მიღმა ბინდი ჩამოწვება და ვაბშე გაასწორებს.

კიდე კვირას დილით იცის ყოველდღიურობამ მოსვლა,თუ შაბათს სახლი კარგად დაალაგე და დილით მაგიდას და ჭიქებს მზე მიადგა… ბულიონიც თუ მოხარშე ამ დროს და ბინაში უბრალო სადილის სუნი დატრიალდააა, მაშინ ხომ საერთოდ გადასარევია… კიდე ღამითაც იცის ყოველდღიურობამ მოსვლა, ფარდებზე მოშრიალე ხე რომ ირეკლება.

დედა-ქალები დაატარებენ ყოველდღიურობას, ყველაზე უბრალო დედა-ქალები, კრუხებს რომ ეძახიან, ეგენი არიან სამყაროს მთავარი პერსონაჟები, არავინ რიგიანად რომ არ უყურებს და ვერავინ რომ ვერ ხედავს იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბევრი იქაქაქონ, თავის თავზე არაფერს ამბობენ და მერე მომაკვდავები ასე ბოდავენ: „ბავშვმა საბანი გადაიხადა, ვაიმე, დააფარეთ, დააფარეთ, ვაიმე, გადაიხადა“.

ჰო, საკუთარ მომაკვდავებს თვითონ უნდა მოუარო, განა არ დაიხმარო ვინმე, დაიხმარე, მაგრამ მთავარ გამოცდას ამ დროს აბარებ, სხვის სხეულს თვალი თუ არ გაუსწორე, შენი მომაკვდავის ლორწოში თუ არ დაგესვარა ხელი და განავლის ჩამორეცხვა თუ არ მოგიხდა, ფეილდ ტიპი ხარ, გინდა არსებობდეს ღმერთი და გინდა არა, რადგან ყველა ერთმანეთისთვის ვკვდებით: ბებაიშენი დედაშენისთვის მოკვდა, დედაშენი – შენთვის, შენ-შენი შვილებისთვის და თუ ეს ციკლი არ დაირღვა, ღმერთი კედლისკენ არ გადაბრუნდება და პატარა, შეშინებული ბიჭივით თავზარდაცემული სახეზე ხელებს არ აიფარებს.

შავები რატომ გაცვიათ?

_გამარჯობათ, ბატონო ზურა, ვერ მიცანით?
_ გამარჯობათ, როგორ არა, როგორ არა? შავები რატომ გაცვიათ მოხდა რამე?_
— არაფერი ისეთი, ამას წინეებზე გარდავიცვალე, ჯერ ორმოცი არ გასულა და ვგლოვობ.
– ეს რა მითხარით, რატომ არ გამაგებინეთ, აუცილებლად მოვიდოდი.
_ არა უშავს, აი ახლა ხომ მომისამძიმრეთ.
_ კი მაგრამ, რა მოხდა ასეთი, სულ ცოტა ხნის წინ გნახეთ და თითქოს ჯანმრთელად იყავით… ავადმყოფობდით?
_ არა, არა, უბრალოდ თავი მოვიკალი.
_ ოხ, რა საშინელებაა… კი მაგრამ, რატომ?
_ დეპრესია… ძალიან ცუდად ვიყავი.
_ უცნაურია… კონკრეტული მიზეზი გქონდათ რამე?
_ მიზეზი ყველას გვაქვს, თქვენ მაინც ხომ იცით.
_ მართალი ხართ, მაგრამ ესე მაინც არ შეიძლება, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვუძლებთ, აი, მარიამს სამი წლის ბიჭი მოუკვდა, ადგა და მეორე გააჩინა .
_ ალბათ, სწორი ბრძანდებით, არ უნდა მექნა, მაგრამ რას იზამ… უიმე, მაგვიანდება, დიდი ბოდიში, სამსახურში მელოდებიან. _ არ იციან, რომ გარდაიცვალეთ?
_ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ არ აწყობთ და არ იმჩნევენ.
_ აბა, ნახვამდის, მაშინ…
_ ორმოცის ამბავს შეგატყობინებთ და აუცილებლად მოდით..
_ აუცილებლად მოვალ, მაგრამ მეორედ ასე აღარ მოიქცეთ.
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16 დეკემბერი, 2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16 დეკემბერი, 2025

გაუხსნელი მკვლელობებისა და მძიმე დანაშაულებების ქრონიკა

როდის და რა ოდენობით გაეზრდებათ პედაგოგებს ხელფასები

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16.12.2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16.12.2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16.12.2025
პოლიტიკა

რომელი ქვეყნების ელჩებმა გადასცეს ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები

15:26; 16.12.2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა

14:53; 16.12.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16.12.2025
ფინანსები

მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში

14:41; 16.12.2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16.12.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:20; 16.12.2025
საზოგადოება

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა

12:36; 16.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16.12.2025
საზოგადოება

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ

10:50; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო