ამ წუთებში, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, იპოთეკით დაზარალებულები იკრიბებიან. ისინი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც პარლამენტს ხვალ უნდა ეწვიოს.
იპოთეკით დაზარალებულების თქმით, დროა მათ შეკითხვებს ვინმემ უპასუხოს.
აქციის მონაწილეები ხვალ, დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და გიორგი მარგველაშვილის მისვლას დაელოდებიან.