თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ გამოთქვა.
"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილი გვქონდა. ბუნებრივია გავცვალეთ მოსაზრებები შექმნილ პოლიკურ ვითარებაზე ქვეყანაში. მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომლებიც დაწყებული გვქონდა თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსშიც იყო პრეზიდენტი.
იმედი გამოვთქვით, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, რადგან, ეს უკავშირდება იმ მთავრ ამოცანას, რომ გავხდეთ ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, სამხედრო ძლიერებას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლეიერებას. იმედი გამოთვით, რომ სასამართლო და გამოძიება საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე ღიად და ტრანსფარანტულად წარიმართება. საზოგადოება დაინაცავს რა მიღწევები და წარმატებები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ აუცლებელია ჩვენს ქვეყანაში პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს და ქვეყანამ ინსტიტუტები გააძლიეროს, რომ ეს ინსტიტუტები იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში", – აღნიშნა ალასანიამ.