"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ლიდერის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან თბილისში საპროტესტო აქციას 400 ადამიანი შეუერთდება.
"ოზურგეთიდან წავიდა 400 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან გავიდნენ, დაგვიშინეს რამდენიმე მარშრუტის მძღოლი, შეექმნათ პრობლემები, მოგვიწია ახალი სატრანსპორტო საშუალებების მოძებნა, ადრე დილით და გვიან ღამით.
გარდა ამისა, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის ოფისთან ახორციელებდნენ პატრულირებას, ასევე პოლიციის მანქანები გადაადგილებოდნენ, იყვნენ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პატრულის თანამშრომლებიც, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პარტიის ოფისიდან მხოლოდ ერთი მარშრუტი გასულიყო", _ აცხადებს მჟავანაძე