აქციას სამეგრელოდან, კერძოდ კი ზუგდიდიდან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თენგიზ გუნავა შემოუერთდა, რომელიც აცხადებს, რომ სამეგრელოდან საკმაოდ მრავალრიცხოვანი ხალხი ჩამოვიდა თბილისში.
"ჩვენ არასდროს მივცემთ რუსეთს უფლებას, რომ დროებით მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიტაცონ. საქართველო ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ხალხი ყოველთვის გასცემს მტერს პასუხს.
დღეს სრულიად საქართველო უერთდება ამ აქციას, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთად დგომაა აუცილებელი, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს თითოეული მათგანი. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ოკუპაციას არა და გავაკეთოთ ყველაფერი დეოკუპაციისთვის."