"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა – "ძირს ბიძინა ივანიშვილი".
მისი თქმით, ივანიშვილი შუშის სასახლეშია გამოკეტილი და არ ესმის რა ხდება ქვეყანაში. დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და რეალურად შეაფასოს ის საფრთხეები რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.