დღეს დილით ესპანურმა სპორტულმა და ყვითელმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა თავის რჩეულს, პოპულარულ ტელეწამყვან სარა კარბონეროს ახალი ბინა აჩუქა.
ქალბატონი სარა ცნობილი სპორტული ჟურნალისტია. ქალი ესპანეთში ე.წ. ცნობად სახეთა პირველ ათეულში შედის.
ის ფეხბურთში ჩინებულად ერკვევა. სპორტის ეს სახეობა საერთოდაც რომ არ ესმოდეს, მის გადაცემებს მაინც რამდენიმემილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
ესპანელი „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენლების „გულის გასახეთქად“, ამ ლამაზმა ქალბატონმა მეკარე იკერი შეიყვარა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წყვილი ერთად ცხოვრობს.
ესპანურ მას-მედიას თუ ვენდობით, სარასა და იკერს ურთიერთობა ოფიციალურად ჯერ დაკანონებული არ აქვთ.
მიმდინარე წლის 3 იანვარს, სარამ იკერ კასილიასს ვაჟიშვილი აჩუქა. პატარას სახელად მარტინი დაარქვეს.
ახალი საცხოვრებელი ფართი კასილიასს 2 600 ათასი ევრო დაუჯდა. ამ ბინაში ხუთი საძინებელი, ექვსი სააბაზანო ოთახი, ორი მისაღები და „ერთი“ დიდი სამზარეულოა. ახალგაზრდა წყვილი, პაწია მარტინთან ერთად, ამ საცხოვრებელ ფართში ახალი წლის წინ გადაბარგდება.