ამერიკული ყვითელი პრესის მტკიცებით, ცნობილ მსახიობ რობერტ პატისონს ერთი უცნაური ფობია გააჩნია. თურმე ნუ იტყვით და თავის დროზე პოპულარული სურათი „ბინდის“ უშიშარ ვარსკვლავს ბავშვობიდან ჯამბაზების ეშინია.
ადრეულ ბავშვობაში ნორჩი რობერტი ერთხელ ცირკის წარმოდგენას დასწრებია. სანამ სპექტაკლზე შევიდოდა მის თვალწინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მსახიობის თვალწინ აფეთქებულ ავტომობილში ჯამბაზი ცოცხლად დაიწვა.
იმ ისტორიის შემდეგ ამჟამად 28 წლის მსახიობი ამ პროფესიის ადამიანებს დამდუღრულივით გაურბის.
პატისონზე ვსაუბრობთ და ერთი მსახიობიც გავიხსენოთ. ანალოგიური შიში თურმე ჯონი დეპსაც გააჩნია.
„კლოუნის ნიღბის ქვეშ ბოროტება და წყვიადი იმალება” – განაცხადა ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონი დეპმა.