2014 წლის 24 ნოემბრიდან – 10 დეკემბრამდე, საქართველო უმასპინძლებს ლატვიის დღეებს სახელწოდებით "აღმოაჩინე ლატვია".
ლატვიის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ბიზნეს, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება.
"აღმოაჩინე ლატვიას" ფარგლებში, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, რესტორან "ოტიუმში" მსოფლიოში ცნობილი ლატვიელი შეფ-მზარეულის, რაიმონდს ზომერსისა და მისი ასისტენტის ედგარს ბალოდისის მასტერკლასი გაიმართება. ისინი თანამედროვე ჩრდილო–ლატვიურ კერძებს მოამზადებენ, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა, ლატვიური პროდუქტებით. მასტერკლასზე ლატვიური კერძების დეგუსტაციაც მოეწყობა.
25 ნოემბერს, 21:00 საათზე, "იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიულ მუზეუმ "ქარვასლაში” ლატვიური მოდის ჩვენება გაიმართება.
26 ნოემბერი: ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის, ოფიციალური პირებისა და ლატვიელი მეწარმეების ვიზიტი;
ამავე დღეს, 9:30 საათზე, "ექსპო ჯორჯიაში" ლატვიურ–ქართული ბიზნეს–ფორუმი გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტო;
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორის, პროფესორ ალექსეი ნაუმოვსის ტილოების გამოფენა;
27 ნოემბერი: 08:30 საათი, "თბილისი მარიოტი" (რუსთაველის გამზირი N 13). ლატვიურ–ქართული განათლებისა და მეცნიერების მრგვალი მაგიდა;
ლატვიის პრეზიდენტისა და მეწარმეების ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქ. ბათუმში;
ღონისძიება ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.