გურია ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი "აისი", შესაძლოა, დაიხუროს.
დღეს, ცენტრის შესახებ გურიის აგრობიზნესცენტრის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხომერიკმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:
"ევროკავშირმამიზანშეწონილად ჩათვალა და ჩამოაყალიბა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრი მთავრობასთან ერთად აყალიბებს სტრატეგიას თუ როგორ მოახდინონ ძალადობის პრევენცია ქვეყანაში, შსს გეგმავს მთელ რიგ აქტივობებს ამ მიმართულებით, ქვეყანაში აქტიური სოციალური კამპანია მიმდინარეობს და ყველა ერთიანდება პრობლემის ირგვლივ, და აი ამ რეალობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, უბრალოდ "მიზანშეუწონლად მიიჩნევენ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას!". _ წერს თამარ ხომერიკი.
"გურია ნიუსი" ამ თემასთან დაკავშირებით აგრძელებს მუშაობას და ვრცელ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.