გუშინ ამერიკულმა ჟურნალმა „People“ გამოაქვეყნა ყველაზე მოდურად ჩაცმული ქალბატონების ახალი სია.
ამ რეიტინგის ლიდერები აღმოჩნდნენ ჯგუფი „The Black Eyed Place”-ს ყოფილი წევრი, მომღერალი ფერჯი და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა.
ფერჯისათვის საკმაოდ ადვილია დაიცვას სტილი: ორი უზარმაზარი საძინებელი თავის სახლში დიდ გარდერობად აქცია. ერთი მათგანი ყოველდღიური ტანსაცმლისათვის სჭირდება, მეორე – მდიდრული ტუალეტებისათვის, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ხშირად გამოჩენისას სჭირდება.
ფერჯი თვითონაც გატაცებულია დიზაინით და რამდენიმე თვის წინ აქსესუარების საკუთარი, სადებიუტო კოლექცია წარმოადგინა.
მიშელ ობამა რეიტინგში მოხვდა „კლასიკური და თავდაჯერებული სტილის” წყალობით.
ზემოთჩამოთვლილი ორი პიროვნების გარდა, ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების პირველ ათეულში მოხვდნენ ქეით ჰადსონი, ენ ჰეთაუეი, გვინეტ პელტროუ, შარლიზ ტერონი, ევა მენდესი, სარა ჯესიკა პარკერი, რიანა და ჰაიდი კლუმი.