გურიის რეგიონში 26 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდა. აქედან, ერთი ლანჩხუთსაც ერგო. მანქანა აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკით და სრულ შესაძლებლობას ქმნის პაციენტის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.
თუმცა, რეალობიდან გმომდინარე, მარტო მანქანით საქმეს არ ეშველება, რადგან, როგორც ლანჩხუთელები ამბობენ, სასწრაფოს გამოძახების არსებული პრაქტიკა ყოვლად გაუმართლებელია _ ყოფილა შემთხვევა, ერთი საათის დაგვიანებითაც კი მისულა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, 20-30 წუთი კი "სტანდარტული" დაგვიანების დროა. ამ დროში ადამიანს შეიძლება ცოცხალს ვეღარც მიუსწრონ.