ამ წუთებში,"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ზურაბ აგლაძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ადგილას კი ექსპერტი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე ინიშნება.
სახელდება მეორე კანდიდატიც – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას 1 საათში გადაამოწმებენ.
შესაბამისად, სამინისტროს პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თავად თავდგირიძეს ტელეფონი გამორთული აქვს.