რამდენიმე წუთის წინ, "გურია ნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ "ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი , ზურაბ აგლაძე, ამ წუთებშიც სამსახურშია. მას წასვლის შესახებ განცხადება არ აქვს დაწერილი. შესაბამისად ინფორმაციას, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ – თითქოს აღნიშნულ პოსტზე გიორგი თავდგირიძე ინიშნება, ვერ დავადასტურებთ. რომელ კანდიდატებზეა საუბარი, როცა ადამიანი თავის პოზიცაზე რჩება."
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა მასალა სათაურით – "ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად გიორგი თავდგირიძე ინიშნება?" სადაც სუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. რექტორად კი სამხედრო საკითხებში ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ინიშნება. ასევე სახელდება მეორე კანდიდატი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ გეგეჭკორი.