7 თვის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ თვითმართველობებიდან 884 მოხელე გაათავისუფლეს.
კვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევა თვითმართველ ორგანოებში თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო და 7 თვის მონაცემებს მოიცავს.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გათავისუფლებული 884 მოხელედან 434-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის ასახული რწმუნებულები და ის მოხელეები, რომლებიც მოგვიანებით კვლავ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმდნენ.