არსებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, რომან ჩხენკელმა თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულს არ ადასტურებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში და აცხადებენ, რომ მინისტრი მუშაობას განაგრძობს.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, პრმიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო მოსიძემ, ჟურნალისტებთან არსებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.