დაბა ჩოხატაურში გზების დაგება ინტენსიურად მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება დაბის ქუჩების მოასფალტება.
_ წლის ბოლომდე მოასფალტდება აღმაშენებლის, გურგენიძის, ბახმაროს, წერეთლის და ბენდელიანის ქუჩები. ასევე, ტენდერების ეკონომიიდან დარჩენილი თანხის ხარჯზე მოასფალტდება ჟანი კალანდაძის სახელობის ქუჩა. ყველა ქუჩაზე გაკეთდა სანიაღვრე არხები, რაც წვიმების დროს დატბორვის საფრთხეს გამორიცხავს, _ აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
(R)