_ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. უბრალოდ, მივდივარ სახლში, _ ასე განმარტა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში გადაგომის მიზეზი.
მისივე თქმით გავრცელებული ინფორმაცია, რომ წასვლის გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის გარემოცვასთან დაპირისპირებას გამო მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება:
_ უბრალოდ, წავედი, _ გვითხრა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს.