წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ლომაძეების ოჯახი გაქურდეს.
როგორც "გურია ნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ოჯახიდან გატანილია ძვირფასეულობა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 177 მუხლის მე-3 ნაწილით.
საქმე შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველო იძიებს.