შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით, მეუღლის, 1973 წელს დაბადებულ მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ელიმხან ე. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).