6 დეკემბერს, ქალაქ თბილისმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებს შორის პირველობას უმასპინძლა კარატეში.
სასკოლო პირველობის ორგანიზატორები საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროები იყვნენ. აღნიშნულ შეჯიბრზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
პირველი ადგილი და შესაბამისად ოქროს მედალი მოიპოვა ხაჯალიის სკოლის მოსწავლემ, დიმიტრი აბაშიძემ, შუხუთელმა გიორგი კეჭეხმაძემ და ნიგვზიანელმა გიორგი მახარაძემ.
მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ ნიგვზიანელი გიორგი ზენაიშვილი და ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ბოლქვაძე.
მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე საბა გოგოძე და ხაჯალიის სკოლის მოსწავლეები: ჯემალ აბაშიძე, რამაზ შაინიძე და ამირან აბაშიძე.
გუნდური ჩათვლით მესამე ადგილი სწორედ ხაჯალიის საჯარო სკოლამ მოიპოვა, რომლის დირექტორიც ხათუნა აფხაზავაა, ხოლო მწვრთნელები ნათია თურქია და ლაშა ბერიძე.
მთლიანობაში, ლანჩხუთელთა ჯილდოებშია სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხიც ბრინჯაო.
აღსანიშნავია, რომ პირველობას მთავარ მსაჯობას ლანჩხუთელი მერაბ თურქია უწევდა. რომლის თქმითაც, 29 ნოემბერს თბილისში გამართულ კიდევ ერთ ჩემპიონატზე ლანჩხუთელმა ონისე ცინცაძემ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.