ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის წინ, ამავე ინსტიტუტის ყოფილმა და მოქმედმა მეცნიერმუშაკებმა, თანამშრომლებმა, ლექტორებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციას გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ინსტიტუტი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია, ნადგურდება.
როგორც ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი ნანული ორაგველიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ 4 დეკემბერს ინსტიტუტში ჩამოსული იყო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, რომლის ხელმძღვანელობითაც, ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ნგრევა დაიწყო.
ცნობისთვის _ ეს ინსტიტუტი კახა ბენდუქიძემ რამდენიმე წლის წინ შეიძინა.