რამდენი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა იმ მუსიკოსების ვინაობა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით, თანამედროვე მსოფლიო კულტურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს.
გამოკითხვაში რამდენიმე ათასმა ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დიდი რაოდენობით პირველი ადგილი ცნობილმა იამაიკელმა მუსიკოსმა, რეგის ლეგენდა ბობ მარლიმ დაიკავა.
მეორე საფეხურზე “The Beatles”-ის ყოფილი წევრი ჯონ ლენონი გავიდა, მესამე ადგილზე კი ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი აღმოჩნდა.
ბრიტანელი ჟურნალისტების გამოკვლევით,ამ ქვეყნის მაცხოვრებლების 60 პროცენტის პირადი მუსიკალური ჩანაწერების ჩამონათვალში, ბობ მარლის რამდენიმე კომპოზიცია აუცილებლად ფიგურირებს.
“ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით მუსიკოსის შემდეგი კომპოზიციები სარგებლობს: "No Woman No Cry”, “I Shot The Sheriff”, “One Love” და “Buffalo Soldier”.