ექვს დეკემბერს თბილისმა, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებს შორის პირველობას უმასპინძლა კარატეში. სასკოლო პირველობის ორგანიზატორები საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროები იყვნენ. აღნიშნულ შეჯიბრში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. პირველი ადგილი და, შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვეს _ ხაჯალიის სკოლის მოსწავლე დიმიტრი აბაშიძემ, შუხუთელმა გიორგი კეჭეხმაძემ და ნიგვზიანელმა გიორგი მახარაძემ. მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ _ ნიგვზიანელი გიორგი ზენაიშვილი და ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ბოლქვაძე. მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ _ სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე საბა გოგოძე და ხაჯალიის სკოლის მოსწავლეები: ჯემალ აბაშიძე, რამაზ შაინიძე და ამირან აბაშიძე.
გუნდური ჩათვლით მესამე ადგილი სწორედ ხაჯალიის საჯარო სკოლამ მოიპოვა (დირექტორი ხათუნა აფხაზავა, მწვრთნელები: ნათია თურქია და ლაშა ბერიძე). მთლიანობაში ლანჩხუთელთა მონაგარშია სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხიც ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ პირველობას მთავარ მსაჯობას ლანჩხუთელი მერაბ თურქია უწევდა. რომლის თქმითაც, 29 ნოემბერს თბილისში გამართულ კიდევ ერთ ჩემპიონატზე ლანჩხუთელმა ონისე ცინცაძემ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.