გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები მკაცრდება. ფეხით მოსიარულეთათვის ეს ჯარიმა 80 ლარი იქნება, სახლიდან ნარჩენების გადაყრისთვის – 100, მანქანიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარი.
თუ ნაგვის ოდენობა ორ კილოგრამს აღემატება, ჯარიმის ოდენობაც გაიზრდება. 50 ლარით კი ის მოქალაქები დაჯარიმდებიან, რომლებიც საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალიებს ქუჩაში დატოვებენ.
ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. ინციატორი გარემოს დაცვის სამინისტროა.