კინომსახიობთა დიდ ნაწილს „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები შეადგენენ.
საკუთარი შემოსავლების რაოდენობით ზოგიერთი მათგანი მსახიობ მამაკაცებს არაფრით ჩამოუვარდება. ამ ქალბატონებს შორის საქმოსნობის ნიჭით დაჯილდოებული არაერთი პიროვნება აღმოჩნდა.
ისინი ტოლს არ უდებენ “ძლიერთა სქესის” კოლეგა მსახიობებს და ძირითადი პროფესიის გარდა, შემოსავლის სხვა წყაროებიც გააჩნიათ.
47 წლის ამერიკელი კინომსახიობი პამელა ანდერსონი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალ „მაშველებით“ გაიცნო. საკუთარი მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით გამდიდრებულმა დიაცმა, თავდაპირველად უიღბლო ბორატს საქორწინო წინადადებაზე უარი განუცხადა, შემდეგ საკუთარ ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდა და ბიზნეს-ვუმენის მანტია მოისხა.
მისი ყურადღება მანდილოსნებისათვის განკუთვნილი ხელჩანთების წარმოებაზე შეჩერდა და სულ ცოტა ხნის წინ წარმოებაში ერთდროულად სამი სხვადასხვა მოდელი ჩაუშვა.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით ეს ხელჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს და „ახალბედა ბიზნესმენისთვის“ დიდი მოგება მოაქვს.