რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „Men's Health” საკუთარ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ამ ჟურნალის ძირითადი მომხმარებლები „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენლები არიან.
მამაკაცებს მიმდინარე წლის ყველაზე მომხიბვლელი მანდილოსნების ვინაობა უნდა დაესახელებინათ.
ამ ინტერაქტივის შედეგად აღმოჩნდა, რომ 30 წლის ამერიკელი მომღერალი ქეთი პერი მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე ლამაზ წარმომადგენლად მიიჩნევა.
საპატიო მეორე ადგილი კინომსახიობმა მილა კუნისმა დაიკავა, მესამე პოზიცია კი ამერიკელ მსახიობ ქრისტინა ჰენდრიქსს ერგო.
გამოცემა „Men's Health”-ის მკითხველების აზრით, მიმდინარე წლის მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ქეთი პერი
მილა კუნისი
ქრისტინა ჰენდრიქსი
ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ენისტონი
სკარლეტ იოჰანსონი
ანჯელინა ჯოლი
ბეიონსე
ჟიზელ ბუდჰენი
ემბერ ჰერდი