საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.
ქართველი სამხედროები, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ასეული როტაციის წესით ერთ-ერთ გერმანულ დანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი მოგვიანებით გაიმართება.